Headlines

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – დაზღვეულ ვენახებს რისკი საგრძნობლად აქვთ შემცირებული, რადგან გარანტირებული აქვთ ხარჯების ანაზღაურება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში, მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო. კერძოდ, შეხვედრები გაიმართა თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფელში – სანიორეში, ნაფარეულში, ვაზისუბანში, ჯუგაანში, ტიბაანსა და ძველ ანაგაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მევენახეებთან საუბარში თენგიზ ნასარიძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მზადყოფნას დაზიანებული ყურძნის…

Read More

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში სავარაუდო დანაშაულებრივი „ქოლცენტრი“ გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ფუნქციონირებადი სავარაუდო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრი გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების გამოვლენის მიზნით. უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი სავარაუდო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრი,…

Read More

წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, ახალი…

Read More

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გაყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა. შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. „აღნიშნულით ბოროტად ისარგებლა ბრალდებულმა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი…

Read More

ხატია დეკანოიძე – იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურაა, ეს არის პროცესი კანდიდატის სტატუსისთვის კიდევ ერთი დაბრკოლების შესაქმნელად

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურაა. ეს არის პროცესი კანდიდატის სტატუსისთვის კიდევ ერთი დაბრკოლების შესაქმნელად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციას არღვევს საქართველოს ხელისუფლება და არა – პრეზიდენტი. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მათ 100 ხმა არ აქვთ, ამიტომ ეს არის მათ მიერ წამოწყებული ავანტიურა, ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული…

Read More

ნობელის ფონდმა პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიწვევა საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო გააუქმა

ნობელის ფონდმა პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიპატიჟებაზე უარი თქვა, – ამის შესახებ ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ფონდის წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიწვევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო გაუქმდა. „ჩვენ ვაცნობიერებთ ძლიერ რეაქციას შვედეთში. ამიტომ ნობელის ფონდის მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, ისევე როგორც შარშან, გამონაკლისის…

Read More

იენს სტოლტენბერგი – პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ

პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ევროკავშირისა და ნატო-ს ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უკრაინაში ომმა ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, რადგან ეს არის…

Read More

აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტს შესაძლოა, ვერ დაესწროს

აშშ-ის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენის კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი დაუდასტურდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც რამდენიმე დღეში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდოეთში უნდა გაემგზავროს. თეთრ სახლს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შეძლებს თუ ვერა ჯო ბაიდენი სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას.

Read More

იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს

იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, ჰიროკაძუ მაცუნოს განცხადებით, რუსეთი ცდილობს, რომ კურილის კუნძულებთან ჰუმანიტარული გაცვლების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა იაპონიის მთავრობაზე გადაიტანოს. „ეს სიტუაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა და რუსული მხარის მცდელობები პასუხისმგებლობა იაპონიაზე გადაიტანოს, უაღრესად უსაფუძვლო და აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ…

Read More