Headlines

ვლადიმერ ხომერიკი : საქართველოს ხელისუფლება გონივრულ პოლიტიკას ატარებს, რომელსაც ქვეყანა სტაბილურობამდე მიჰყავს

,, მთელი კვირა იყო დებატები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ. საქართველოს მმართველ პარტიას მობეზრდა მისი სულელური ხრიკები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს, – ამის შესახებ  ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, პროფესორმა, ვლადიმერ ხომერიკმა ,, Geo News”– თან ექსკლუზიურად საუბრისას განაცხადა. ,,სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის უცხო ელემენტია. ის ცხოვრობდა საფრანგეთში და…

Read More

ირაკლი ღარიბაშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანადგომას ვუცხადებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და მათ თანადგომას უცხადებს. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად, სრულად არის მობილიზებული ყველა სახელმწიფო…

Read More

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს

პარლამენტი დღევანდელ, 5 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ ორი დეპუტატის – დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს. ქეთევან დუმბაძე აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელია. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც, დუმბაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე…

Read More

სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, რუსული დავალებაა, რომ მორიგი დაბრკოლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, არის რუსული დავალება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მორიგი დაბრკოლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, ეს არის რუსული დავალება, რომ მორიგი დაბრკოლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასევე, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ ფაქტიდან,…

Read More

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

ჩვენ, 5 სექტემბერს, გავხსნით საშემოდგომო სესიას და პარლამენტი დაუბრუნდება სასესიო სხდომების ჩვეულ რეჟიმს. საპარლამენტო კომიტეტები, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სასესიო პერიოდი, რა თქმა უნდა, აგრძელებდნენ სხვადასხვა საკითხზე ზაფხულის პერიოდშიც მუშაობას და ამ მხრივ ზაფხულიც დატვირთული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის საქართველოს პარლამენტის…

Read More

მამუკა მდინარაძე – არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ემუქრებიან – ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია

მე არ მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, იმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს დაუჭერენ მხარს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, შეუძლებელია „დავიჯეროთ“, რომ სალომე ზურაბიშვილი ამაზე „წამსვლელი იყოს“ . „ეს იქნება…

Read More

ხატია დეკანოიძე – იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურაა, ეს არის პროცესი კანდიდატის სტატუსისთვის კიდევ ერთი დაბრკოლების შესაქმნელად

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურაა. ეს არის პროცესი კანდიდატის სტატუსისთვის კიდევ ერთი დაბრკოლების შესაქმნელად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციას არღვევს საქართველოს ხელისუფლება და არა – პრეზიდენტი. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მათ 100 ხმა არ აქვთ, ამიტომ ეს არის მათ მიერ წამოწყებული ავანტიურა, ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული…

Read More

შალვა პაპუაშვილი – მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც გაემგზავრა ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, იმპიჩმენტის საკითხს საღად, ნაკლები ემოციებით უნდა შევხედოთ

მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც გაემგზავრა ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან არის სერიოზული დარღვევა და მიიღეს გადაწყვეტილება, მოხდეს იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება. „იმპიჩმენტის საკითხს ნაკლები ემოციებითა და საღად უნდა შევხედოთ. პირველი, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ დისკუსიას…

Read More