Hello world!
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, ახალი…
,, მთელი კვირა იყო დებატები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ. საქართველოს მმართველ პარტიას მობეზრდა მისი სულელური ხრიკები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს, – ამის შესახებ ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, პროფესორმა, ვლადიმერ ხომერიკმა ,, Geo News”– თან ექსკლუზიურად საუბრისას განაცხადა. ,,სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის უცხო ელემენტია. ის ცხოვრობდა საფრანგეთში და…
პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ევროკავშირისა და ნატო-ს ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უკრაინაში ომმა ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, რადგან ეს არის…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და მათ თანადგომას უცხადებს. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად, სრულად არის მობილიზებული ყველა სახელმწიფო…
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად ჩამოსული შვავისა და მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მოძრაობა აკრძალულია შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითისა და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, გზის გაწმენდის სამუშაოები მდინარეებზე წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. „ამ…
აშშ უკრაინას პირველად გადასცემს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებების გარდა, ჩვენ პირველად გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომელთა გამოყენებაც ახლა მოხდება უკრაინელი ვეტერანი სამხედროების მხარდასაჭერად. Მან, ვინც ხელს უწყობდა პუტინის აგრესიულ ომს, ამისთვის უნდა გადაიხადოს“,…
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა. შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. „აღნიშნულით ბოროტად ისარგებლა ბრალდებულმა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი…
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების და ჰიდროლოგების ჯგუფი დილიდან გურიაში იმყოფება და განვითარებულ პროცესებს ადგილზე აფასებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტული მონიტორინგი. „8 სექტემბერს, ღამის საათებში გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა…
პარლამენტი დღევანდელ, 5 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ ორი დეპუტატის – დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს. ქეთევან დუმბაძე აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელია. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც, დუმბაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე…