Headlines

იენს სტოლტენბერგი – პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ

პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ევროკავშირისა და ნატო-ს ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უკრაინაში ომმა ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, რადგან ეს არის…

Read More

ენტონი ბლინკენი – უკრაინას პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც უკრაინელი ვეტერანი სამხედროების მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული

აშშ უკრაინას პირველად გადასცემს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებების გარდა, ჩვენ პირველად გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომელთა გამოყენებაც ახლა მოხდება უკრაინელი ვეტერანი სამხედროების მხარდასაჭერად. Მან, ვინც ხელს უწყობდა პუტინის აგრესიულ ომს, ამისთვის უნდა გადაიხადოს“,…

Read More

უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით შეტევას აგრძელებენ

უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქ ბახმუტის სამხრეთით შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და დაკავებულ ტერიტორიებზე მაგრდებიან, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. “მტერი აგრძელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების უგულებელყოფას, იყენებს ტერორის ტაქტიკას, ახორციელებს დარტყმებს და ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს”, – აცხადებენ გენშტაბში. მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 6…

Read More

აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტს შესაძლოა, ვერ დაესწროს

აშშ-ის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენის კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი დაუდასტურდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც რამდენიმე დღეში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდოეთში უნდა გაემგზავროს. თეთრ სახლს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შეძლებს თუ ვერა ჯო ბაიდენი სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას.

Read More

იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს

იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, ჰიროკაძუ მაცუნოს განცხადებით, რუსეთი ცდილობს, რომ კურილის კუნძულებთან ჰუმანიტარული გაცვლების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა იაპონიის მთავრობაზე გადაიტანოს. „ეს სიტუაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა და რუსული მხარის მცდელობები პასუხისმგებლობა იაპონიაზე გადაიტანოს, უაღრესად უსაფუძვლო და აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ…

Read More

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირმა უნდა შეცვალოს მიდგომა მომავალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ არ შეგვიძლია ლოდინი, ვიდრე ველოდებით, შესაძლოა, დავკარგოთ უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი

ევროკავშირმა უნდა შეცვალოს მიდგომა მომავალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა ან დასავლეთ ბალკანეთი, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას განაცხადა. „გაფართოება არ არის ბიუროკრატიული მცდელობა, ეს არ არის ლეგალური მცდელობა, ეს არ არის ხელშეკრულებების ყველა მძიმისა და აბზაცის გამოყენება, არამედ ეს არის ღია, თავისუფალი დემოკრატიების ცხოვრების გარკვეული მოდელის გავრცელება და…

Read More

ნობელის ფონდმა პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიწვევა საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო გააუქმა

ნობელის ფონდმა პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიპატიჟებაზე უარი თქვა, – ამის შესახებ ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ფონდის წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიწვევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო გაუქმდა. „ჩვენ ვაცნობიერებთ ძლიერ რეაქციას შვედეთში. ამიტომ ნობელის ფონდის მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, ისევე როგორც შარშან, გამონაკლისის…

Read More

ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართება

ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართება. საზღვაო მანევრების ამოცანაა რუსეთის სავარაუდო თავდასხმაზე ნატო-ს ძალების საპასუხო რეაქციის დამუშავება. როგორც სააგენტო „როიტერთან“ საუბარში გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა იან კრისტიან კააკმა განაცხადა, ამ წვრთნებით ნატო რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის. „აგრესიის ეფექტური შეკავება ითვალისწინებს თავდასხმის შესაძლებლობასაც“, – განაცხადა ვიცე-ადმირალმა. მისივე თქმით, სამხედრო წვრთნების უმთავრესი მიზანი საზღვაო…

Read More