Headlines

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს

პარლამენტი დღევანდელ, 5 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ ორი დეპუტატის – დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს.

ქეთევან დუმბაძე აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელია. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც, დუმბაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

რაც შეეხება დავით სერგეენკოს, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *