Headlines

საავტომობილო გზების დეპარტამენტი – გურიაში სტიქიის გამო მოძრაობა დროებით აკრძალულია საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად ჩამოსული შვავისა და მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მოძრაობა აკრძალულია შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითისა და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, გზის გაწმენდის სამუშაოები მდინარეებზე წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. „ამ…

Read More

ღვინის ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და ერთ კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. „ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ვენახები დააზიანა. რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი…

Read More

ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვარში ცხედარი იპოვეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვთან, მტკვარში ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის და საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება.

Read More