Headlines

ნობელის ფონდმა პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიწვევა საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო გააუქმა

ნობელის ფონდმა პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიპატიჟებაზე უარი თქვა, – ამის შესახებ ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ფონდის წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიწვევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო გაუქმდა. „ჩვენ ვაცნობიერებთ ძლიერ რეაქციას შვედეთში. ამიტომ ნობელის ფონდის მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, ისევე როგორც შარშან, გამონაკლისის…

Read More

ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართება

ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართება. საზღვაო მანევრების ამოცანაა რუსეთის სავარაუდო თავდასხმაზე ნატო-ს ძალების საპასუხო რეაქციის დამუშავება. როგორც სააგენტო „როიტერთან“ საუბარში გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა იან კრისტიან კააკმა განაცხადა, ამ წვრთნებით ნატო რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის. „აგრესიის ეფექტური შეკავება ითვალისწინებს თავდასხმის შესაძლებლობასაც“, – განაცხადა ვიცე-ადმირალმა. მისივე თქმით, სამხედრო წვრთნების უმთავრესი მიზანი საზღვაო…

Read More