Headlines

ღვინის ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და ერთ კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. „ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ვენახები დააზიანა. რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი…

Read More

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში სავარაუდო დანაშაულებრივი „ქოლცენტრი“ გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ფუნქციონირებადი სავარაუდო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრი გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების გამოვლენის მიზნით. უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი სავარაუდო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრი,…

Read More

მამუკა მდინარაძე – არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ემუქრებიან – ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია

მე არ მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, იმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს დაუჭერენ მხარს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, შეუძლებელია „დავიჯეროთ“, რომ სალომე ზურაბიშვილი ამაზე „წამსვლელი იყოს“ . „ეს იქნება…

Read More

სამეგრელო-ზემო სვანეთში სატყეო სამსახურის ახალი ოფისი გაიხსნა

ზუგდიდში სატყეო სამსახურის ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ გახსნეს. სატყეო სამსახური რეგიონის ცხრა მუნიციპალიტეტს მოემსახურება. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მარტივად შეძლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს…

Read More

ხატია დეკანოიძე – იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურაა, ეს არის პროცესი კანდიდატის სტატუსისთვის კიდევ ერთი დაბრკოლების შესაქმნელად

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურაა. ეს არის პროცესი კანდიდატის სტატუსისთვის კიდევ ერთი დაბრკოლების შესაქმნელად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციას არღვევს საქართველოს ხელისუფლება და არა – პრეზიდენტი. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მათ 100 ხმა არ აქვთ, ამიტომ ეს არის მათ მიერ წამოწყებული ავანტიურა, ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული…

Read More

შალვა პაპუაშვილი – მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც გაემგზავრა ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, იმპიჩმენტის საკითხს საღად, ნაკლები ემოციებით უნდა შევხედოთ

მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც გაემგზავრა ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან არის სერიოზული დარღვევა და მიიღეს გადაწყვეტილება, მოხდეს იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება. „იმპიჩმენტის საკითხს ნაკლები ემოციებითა და საღად უნდა შევხედოთ. პირველი, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ დისკუსიას…

Read More

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი”, ,,გუგუთი” და ,,თბილისის აეროპორტი”, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში…

Read More

ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვარში ცხედარი იპოვეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვთან, მტკვარში ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის და საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება.

Read More

აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს – გაიზრდება ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი

აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს, გაიზრდება ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პროგრამული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, პროგრამის კიდევ უფრო დახვეწისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, ონკოლოგებს და პაციენტებს შეხვდნენ. „ შეხვედრაზე ავთვისებიანი სიმსივნით…

Read More