Headlines

სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, რუსული დავალებაა, რომ მორიგი დაბრკოლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, არის რუსული დავალება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მორიგი დაბრკოლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, ეს არის რუსული დავალება, რომ მორიგი დაბრკოლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასევე, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ ფაქტიდან,…

Read More

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

ჩვენ, 5 სექტემბერს, გავხსნით საშემოდგომო სესიას და პარლამენტი დაუბრუნდება სასესიო სხდომების ჩვეულ რეჟიმს. საპარლამენტო კომიტეტები, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სასესიო პერიოდი, რა თქმა უნდა, აგრძელებდნენ სხვადასხვა საკითხზე ზაფხულის პერიოდშიც მუშაობას და ამ მხრივ ზაფხულიც დატვირთული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის საქართველოს პარლამენტის…

Read More

19 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 30 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში. 26 ფაქტია გამოვლენილი იმერეთში, 11 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 – შიდა ქართლში, 7 – კახეთში, ასევე 7…

Read More

უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით შეტევას აგრძელებენ

უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქ ბახმუტის სამხრეთით შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და დაკავებულ ტერიტორიებზე მაგრდებიან, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. “მტერი აგრძელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების უგულებელყოფას, იყენებს ტერორის ტაქტიკას, ახორციელებს დარტყმებს და ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს”, – აცხადებენ გენშტაბში. მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 6…

Read More

აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტს შესაძლოა, ვერ დაესწროს

აშშ-ის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენის კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი დაუდასტურდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც რამდენიმე დღეში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდოეთში უნდა გაემგზავროს. თეთრ სახლს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შეძლებს თუ ვერა ჯო ბაიდენი სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას.

Read More

იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს

იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, ჰიროკაძუ მაცუნოს განცხადებით, რუსეთი ცდილობს, რომ კურილის კუნძულებთან ჰუმანიტარული გაცვლების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა იაპონიის მთავრობაზე გადაიტანოს. „ეს სიტუაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა და რუსული მხარის მცდელობები პასუხისმგებლობა იაპონიაზე გადაიტანოს, უაღრესად უსაფუძვლო და აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ…

Read More

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 6 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-2 მიკრო რაიონის N26 კორპუსის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. „კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 6 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის…

Read More