Headlines

ვლადიმერ ხომერიკი : საქართველოს ხელისუფლება გონივრულ პოლიტიკას ატარებს, რომელსაც ქვეყანა სტაბილურობამდე მიჰყავს

,, მთელი კვირა იყო დებატები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ. საქართველოს მმართველ პარტიას მობეზრდა მისი სულელური ხრიკები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს, – ამის შესახებ  ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, პროფესორმა, ვლადიმერ ხომერიკმა ,, Geo News”– თან ექსკლუზიურად საუბრისას განაცხადა. ,,სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის უცხო ელემენტია. ის ცხოვრობდა საფრანგეთში და…

Read More

იენს სტოლტენბერგი – პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ

პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ევროკავშირისა და ნატო-ს ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უკრაინაში ომმა ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, რადგან ეს არის…

Read More

ირაკლი ღარიბაშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანადგომას ვუცხადებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და მათ თანადგომას უცხადებს. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად, სრულად არის მობილიზებული ყველა სახელმწიფო…

Read More

საავტომობილო გზების დეპარტამენტი – გურიაში სტიქიის გამო მოძრაობა დროებით აკრძალულია საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად ჩამოსული შვავისა და მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მოძრაობა აკრძალულია შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითისა და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, გზის გაწმენდის სამუშაოები მდინარეებზე წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. „ამ…

Read More

ენტონი ბლინკენი – უკრაინას პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც უკრაინელი ვეტერანი სამხედროების მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული

აშშ უკრაინას პირველად გადასცემს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებების გარდა, ჩვენ პირველად გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომელთა გამოყენებაც ახლა მოხდება უკრაინელი ვეტერანი სამხედროების მხარდასაჭერად. Მან, ვინც ხელს უწყობდა პუტინის აგრესიულ ომს, ამისთვის უნდა გადაიხადოს“,…

Read More

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გაყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა. შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. „აღნიშნულით ბოროტად ისარგებლა ბრალდებულმა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი…

Read More

გურიაში, სტიქიის ზონაში გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი მუშაობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების და ჰიდროლოგების ჯგუფი დილიდან გურიაში იმყოფება და განვითარებულ პროცესებს ადგილზე აფასებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტული მონიტორინგი. „8 სექტემბერს, ღამის საათებში გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა…

Read More